ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

ქეცბაიამ ნაკრებში მერებაშვილი და ქვილითაია გამოიძახა

0 კომენტარი
საქართველოს ნაკრები ფოტო: gff.ge

ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 14 ნოემბერს შინ, დინამო არენაზე პოლონეთის გუნდს დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიას მიერ გამოძახებულ 23-კაციან შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებებია.

სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, გუნდს ტრავმის გამო ირაკლი ძარია გამოაკლდა, რომელსაც ბერძნული ოფი-ს ნახევარმცველი, გიორგი მერებაშვილი შეცვლის. სამწუხაროდ, მამა გარდაეცვალა როინ კვასხვაძეს, მის მაგივრად კი ჯვაროსნებს საჩხერის ჩიხურას მეკარე, მაქსიმე ქვილითაია შეუერთდა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე (ოთელოსი, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი (დინამო თბ), მაქსიმე ქვილითაია (ჩიხურა, საჩხერე);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია (უკლუბოდ), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გია გრიგალავა (ანჟი, რუსეთი), ლაშა დვალი (სკონტო, ლატვია), ლევან კაკუბავა (სამტრედია);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა - დინამო თბ), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი (ფლამურტარი, ალბანეთი), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები