ე.წ. კაბელების საქმე

იცის თუ არა ივანიშვილმა ე.წ. კაბელების საქმის დეტალები

ე.წ. კაბელების საქმის დეტალები, რომელსაც ამ დრომდე გრიფი საიდუმლო ადევს, ზოგისთვის, როგორც ჩანს, საიდუმლო სულაც არაა. ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოამბესთან საუბარში ამ საქმის დეტალური ცოდნა გამოავლინა.

ტაბულამ პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ერთმანეთს შეადარა, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ 5 მილიონის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხვის შესახებ პროკურატურას არ უსაუბრია, ყოფილი პრემიერი კი ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებას არ დაუზუსტებია თავდაცვის სამინისტროს მიერ სილქნეტისთვის თანხის გადარიცხვის პერიოდულობა. ბიძინა ივანიშვილმა კი ამის შესახებაც ისაუბრა საჯაროდ.

საიდან იცნობს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი იმ საქმის მასალებს, რომელიც გრიფით საიდუმლოა? - ამ კითხვით ტაბულამ მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა უწყებაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

კომენტარები