აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო

itar-tass.com

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი Ми-24 ჩამოაგდო.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვერტმფრენის ჩამოგდებამ შესაძლოა გაყინული კონფლიქტი გააღვივოს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს - ამის შესახებ ევროპაში უსაფრთხოებისა და ურთიერთანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანერიმ განაცხადა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ ცეცხლი ვერტმფრენს მას შემდეგ გაუხსნეს რაც მან მათ პოზიციებზე შეტევა განახორციელა.

სომხური მხარე კი იუწყება, რომ ვერტმფრენი სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს ასრულებდა და საკუთარ ტერიტორიაზე დაფრინავდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სამი სამხედრო მფრინავი დაიღუპა.

კომენტარები