ტოლერანტობის დღე

სოფიო შამანიდმა ტოლერანტობის დღე ადიგენში აღნიშნა

პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამადინმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ადიგენის რაიონში აღნიშნა. მან ჭელის მეჩეთი და მშენებარე ეკლესია მოინახულა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შამანიდი ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

"სოფიო შამანიდი მოხესაც ესტუმრა, სადაც ცოტა ხნის წინათ ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ სოფლის ცენტრში არსებული სადავო ნაგებობის დემონტაჟი გააპროტესტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შენობის დემონტაჟი შეჩერდა, ხოლო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შენობის წარმომავლობის დადგენა დაევალა", - ვკითხულობთ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები