ფარული მოსმენების შესახებ კანონი

ბერძენიშვილი: მოსმენების შესახებ გადაწყეტილება შეჯერებული არ არის

radiotavisupleba.ge

კოალიცია ქართული ოცნების ოფისში პრემიერმინისტრისა და საპარლამეტო უმრავლესობის შეხვედრა, რომელზეც ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტები განიხილეს, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიაც.

ბერძენიშვილის განცხადებით, რესპუბლიკელები ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას ემხრობიან, რომლის მიხედვით ე.წ. გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს.

„მიმდინარეობდა ძალიან საქმიანი საუბარი, კამათი. ვახტანგ ხმალაძემ წარმოადგინა მისი არგუმენტები. ასევე ეკა ბესელიამ და კანონპროექტის სხვა ავტორებმა. მცდელობა არის ნაბიჯების გადადგმისკენ ერთმანეთის მიმართულებით. ამ წუთის მონაცემებით რაიმე გადაწყეტილება შეჯერების თვალსაზრისით მიღებული არ არის.

ეს კონსულტაციები გაგრძელდება. ძირითადად მთავარი და არსებითი არის ის, რომ როგორც ერთ, ისე მეორე პროექტში სახელმწიფო სტრუქტურა არის გასაღების მფლობელი. ჩვენი მიდგომით ეს სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეთ.

მეორე მიდგომით ძალიან მაღალი კონტროლის ქვეშ, რაც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შსს-ში. რამდენიმე დღე კიდევ იქნება საჭირო საუბრებისთვის და იმედი მაქვს, რომ საქმიან ვითარებაში რაღაც გადაწყეტილებამდე მივალთ“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები