მოხის მეჩეთი

სოფელ მოხის მეჩეთთან დაკავშირებით 11-წევრიანი კომისია შეიქმნა

0 კომენტარი

სოფელ მოხის საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებით სპეციალური, 11-წევრიანი კომისია შეიქმნა, რომელსაც რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე უხელმძღვანელებს. კომისიამ უნდა დაადგინოს იმ სადავოდ მოხსენებული შენობის წარმომავლობა, რომლის გადაცემასაც მუსლიმური თემი წლებია ითხოვს. 

საქართველოს საპატრიარქოდან კომისიაში სამი ადამიანი იქნება წარმოდგენილი. იმავე რაოდენობის პირს წარადგენს მუსლიმური თემი. ძეგლთა დაცვის სააგენტო კომისიაში ორი კაცით იქნება წარმოდგენილი. ადიგენის გამგეობიდან და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან თითო-თითო წარმომადგენელი და ერთიც რელიგიის საკითხთა სააგენტოდან, რომელიც კომისიას უხელმძღვანელებს.

დღეს სახელმწიფო კანცელარიის შენობაში კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე და სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს ახლადარჩეული მუფთი, ბეგლარ ქამაშიძეც ესწრებოდნენ. მუფთმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება და კონფლიქტი დასრულდება, ხოლო მეუფე თეოდორე ჭუაძემ ისურვა, კომისიამ ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს.

დაპირისპირება მოხეში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამწვავდა, როცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძველი მეჩეთის დემონტაჟი დაიწყო, რასაც მუსლიმთა პროტესტი და 14 მათგანის დაკავება მოჰყვა. მოგვიანებით მათი უმრავლესობა სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმით, დანარჩენები კი - ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ სადავოდ მოხსენებული ნაგებობის არქიტექტურაზე ცხადად ჩანს მეჩეთისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად - მიჰრაბი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები