ლარის კურსის ვარდნა

კუბლაშვილი: ლარის კურსის გაუფასურებაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია

ლარის კურსის გაუფასურებასა და ბიუჯეტში გარღვევაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით, ამა თუ იმ თანამდებობაზე ფორმალური ფიგურების დანიშვნა ქვეყანაში არაფერს შეცვლის.

„საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ ფორმალურ დანიშვნებსა და ინსტიტუტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოშიც და ევროპაშიც ყველამ იცის, რომ ჩვენთან არაფორმალური მმართველობაა და ყველაფერზე პასუხისმგებლობა აქვს ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. ის არის პასუხისმგებელი ლარის კურსის გაუფასურებაზე, შეცვლაზე, გაზრდაზე და ბიუჯეტის გარღვევაზე. ასევე პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში მშენებლობები არ გაგრძელდა. რომელი ფორმალური ფიგურა დაიკავებს ამა თუ იმ თანამდებობას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარები