გენერალური ინსპექცია

შსს: იოსებ გოგაშვილის შვილი გენერალურ ინსპექციაში აღარ მუშაობს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის ახალი უფროსის იოსებ გოგაშვილის შვილი ნინო გოგაშვილი გენინსპექციაში აღარ მუშაობს. კითხვაზე, როდის გათავისუფლდა ნინო გოგაშვილი გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან, ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გადაამოწმებენ და დაგვიკავშირდებიან.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ახალი უფროსის იოსებ გოგაშვილის 2014 წლის 10 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 1994 წელს დაბადებული ნინო გოგაშვილი გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტია. იმ დროს, იოსებ გოგაშვილი გენინსპექციის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

იოსებ გოგაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტზე დღეს დაინიშნა. მან ირაკლი სამყურაშვილი შეცვალა. გოგაშვილი 1972 წელს, დედოფლისწყაროში დაიბადა.

კომენტარები