ბიუჯეტი 2015

ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის მესამე ვარიანტი წარადგინა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავენ, ბიუჯეტის მესამე შესწორებულ ვარიანტს პარლამენტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცნობს. სულ საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9 მილიარდ 870 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტით სახელმწიფო ვალის ზრდა 1,6 მილიარდ ლარამდე არის დაგეგმილი. აქედან 1 მილიარდი საგარეო ვალს, ხოლო 600 მილიონი ლარი საშინაო ვალს წარმოადგენს. ბიუჯეტის პრიორიტეტები კი ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობაა. ბიუჯეტი პირველი სექტემბრიდან პენსიის 10 ლარით ზრდასაც ითვალისწინებს.

ბიუჯეტით მცირემიწიან ფერმერთა ხელშემწყობი სამუშაოების გაგრძელებაც არის დაგეგმილი. რთველის სუბსიდირებას სახელმწიფო 2015 წელსაც გააგრძელებს.

ასევე გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც საწარმოების სუბსიდირებას და ლიზინგის დაფინანსებას უზრუნველყოფს. 

ბიუჯეტის პროექტს ნაციონალურ მოძარობასთან ერთად მხარს არც თავისუფალი დემოკრატები დაუჭერენ, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები