კრიმინალი

ორი უცნობი პირი შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ, მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა

metro.us

ორი უცნობი პირი შარტავას ქუჩაზე, მერიის შენობის წინ, მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი მძარცველი თავად მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, მეორემ კი გაქცევა მოახერხა. მარკეტში ორი ახალგაზრდა შეიჭრა და თანხის წაღებას ცდილობდა. მძარცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ და ამავე დროს მეორე პირის ძებნა მიმდინარეობს. 

კომენტარები