რამდენიმე წუთის წინ, სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა. შეთანხმების რატიფიკაციას მხარი 490-მა დეპუტატმა დაუჭირა, 76 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.
პლენარულ სხდომაზე ასევე მიიღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება 2013 წელს მოახდინა. შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.