ოკუპირებული ტერიტორიები

გალში 1992-93 წლის ომში მონაწილეობისთვის საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

გალის რაიონში აფხაზურმა ე. წ. მილიციამ რაიონის რვა მაცხოვრებელი, საქართველოს მოქალაქეები დააკავა. აფხაზური მედიის ცნობით, მათ ბრალად 1992-93 წლების საბრძოლო მოქმედებებში, საქართველოს მხარეზე მონაწილეობა ან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაწევა ედებათ.

ცნობილია ერთ-ერთი დაკავებულის ვინაობა - სოფელ მახუნჟრას მცხოვრები ომარ აფშილავა, რომელმაც, აფხაზური წყაროების ცნობით, ომში მონაწილება აღიარა.

კომენტარები