ტომას ჰენდრიკ ილვესი

ილვესი: საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესაჩერებლად არაფერი გავაკეთეთ

wikipedia.org

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესაჩერებლად არაფერი გავაკეთეთ - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა  The American Interest-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით 2008 წელს ევროპამ არაფრისმომცემი განცხადებების გარდა, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.

„ჩვენ დავუშვით საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და არაფერი გავაკეთეთ, გარდა მოძველებული, "მშვიდობა, სიყვარული და ვუდსტოკი",  გაკეთებული განცხადებებისა. ჩვენ ახლა ვართ უტყუარი აგრესიისა და ცივი ომის შემდგომი წესრიგის კოლაფსის წინაშე“ - განაცხადა ილვესმა.

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც სამხედრო აგრესიას კრძალავს, ჯერ კიდევ 2008 წელს დაარღვია, როდესაც საქართველოში საკუთარი ჯარით შეიჭრა

ილვესის თქმით პუტინი თავად აღიარებს იმას, რომ საქართველოში შემოიჭრა რათა ქვეყნის NATO-სთან ინტეგრაცია შეეჩერებინა.

„თუ გავითვალისწინებთ 2009 წელს მედვედევისა და პუტინის განცხადებებს, ისინი საქართველოში იმიტომ შემოიჭრნენ, რომ საქართველოს NATO-ში შესვლისთვის ხელი შეეშალათ. ახლა კრემლმა მსგავსი რამ ჩაიდინა უკრაინაში, რადგან უკრაინას სურვილი ქონდა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე“ - განაცხადა ილვესმა.

კომენტარები