ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს დელეგაციაში თავისუფალ დემოკრატებს 1 წევრი ეყოლებათ

პარლამენტის ბიურომ მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კვოტები დაამტკიცა. უკვე გადაწყდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში სამი წევრი უმრავლესობიდან იქნება, ერთი ნაციონალური მოძრაობიდან და ერთი თავისუფალი დემოკრატებიტან. უმრავლესობის ძირითად შემადგენლობაში არიან თედო ჯაფარიძე, ზვიად კვაჭანტირაძე და თინა ხიდაშელი. ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაქრაძე, ხოლო თავისუფალი დემოკრატებიდან ირაკლი ჩიქოვანი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში იქნებიან ლევან ბერძენიშვილი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე. ნაციონალური მოძრაობიდან კი ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი. სათადარიგო შემადგენლობაში კვოტა არ აქვთ თავისუფალ დემოკრატებს.

კომენტარები