ქრისტეშობა

სახალხო დამცველი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს შობას ულოცავს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს შობას ულოცავს. უჩა ნანუაშვილმა მისალოცი წერილი გაავრცელა. 

"ძვირფასო თანამოქალაქეებო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრებო, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტეს შობა განსაკუთრებული და გამორჩეული ქრისტიანული დღესასწაულია. დაე, ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის სიხარულის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი. მრავალ შობა-ახალ წელს დავსწრებოდეთ ძლიერ, განვითარებულ და თავისუფალ საქართველოში", - ნათქვამია სახალხო დამცველის წერილში.

კომენტარები