ოსკარი 2015

ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ოსკარის ნომინანტია

ზაზა ურუშაძის "მანდარინები" წელს ოსკარის მიღებისთვის იბრძოლებს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ესტონეთმა აღნიშნული ფილმი გასულ წელს წარადგინა.

ოსკარის ნომინანტების დასახელება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.

კომენტარები