ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა

პატრიარქი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, იანოშ ჰერმანი და ევროკომისრის თანმხლები პირები ესწრებოდნენ. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორემ ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს, "ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას და მადლიერება გამოთქვა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოხატავენ საქართველოს მიმართ".

იოჰანეს ჰანმა კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს.

კომენტარები