მუსლიმების აქცია გროზნოში

რამზან კადიროვმა დასავლეთი ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა

0 კომენტარი

გროზნოს ცენტრში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც სიტყვით ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი გამოვიდა.

მიტინგზე, ლოზუნგით "ჩვენ გვიყვარს წინასწარმეტყველი მუჰამედი", BBC-ის ცნობით, 300 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მუსლიმები ისლამის შეურაცხყოფის უფლებას არავის მისცემენ. მანამდე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა თავისი პირადი მტრები უწოდა ყველას, ვინც მხარს უჭერს Charlie Hebdo-ს და სხვა გამოცემების უფლებას, მუსლიმები შეურაცხყოს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ სიტყვის თავისუფლების ყალბი ლოზუნგის ქვეშ ევროპელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები უზრდელობის, უკულტურობის, ასეულობით მილიონი მორწმუნის გრძნობების შეურაცხყოფის თავისუფლებას ქადაგებენ. რა სიტყვის თავისუფლებაზეა საუბარი? რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ ვლადიმირის-ძე პუტინის ძლიერი ნების წყალობით რუსეთი წარმატებით უმკლავდება იმ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებმაც მოიცვა ევროპა და პლანეტის სხვა რეგიონები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთის საიმედო დამცველები",- თქვა კადიროვმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები