მკვლელობა სომხეთში

სომხეთის ქალაქ გიუმრიში შინაგანი ჯარები შეჰყავთ

ქალაქი გიუმრი, ავეტისიანების სახლი
armenpress.am

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ქალაქ გიუმრიში შინაგანი ჯარები შეჰყავთ. დღეს საავადმყოფოში ავეტისიანების ოჯახის ბოლო წევრი, 6 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ის გულის არეში იყო დაჭრილი. მედიის ინფორმაციით, სომხეთის ძალოვანი უწყებები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვის გარდაცვალებამ გიუმრში ვითარება დაძაბოს.

12 იანვარს ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი დახოცეს. ეჭვმიტანილი ვალერი პერმიაკოვია, რომელიც 102-ე რუსულ ბაზაზე მსახურობდა.

რუსული მხარე ერევანს დანაშაულის სრულ გამოძიებას დაჰპირდა. პერმიაკოვი რუსეთის კანონმდებლობით გასამართლდება.

კომენტარები