მკვლელობა სომხეთში

ჯალაღანიამ გიუმრის ტრაგედიის მსხვერპლთა ახლობლებს მიუსამძიმრა

http://garbonline.tv/

„შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი" უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ სომხეთის ქალაქ გიუმრიში 12 იანვარს რუსი სამხედრო მოსამსახურის მიერ ერთი ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობას.

"ნამდვილად, 21-ე საუკუნეში ბევრი ტრაგიკული ამბავი მომხდარა, მაგრამ ჩვენ მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია თავისი სისასტიკით ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ჩვენ ასევე გვინდა გვჯეროდეს, რომ დამნაშავე იქნება პასუხისგებაში მიცემული და შესაბამისი სამართლებრივი ზომები განხორციელდება. დარწმუნებული ვართ და გვინდა გვჯეროდეს, რომ სამართალი, მართლმსაჯულება იზეიმებს და დამნაშავე შესაბამისად, საკადრისად იქნება დასჯილი", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს. მძიმედ დაშავდა 6 თვის ბავშვი, რომელსაც მკვლელმა დაზიანებები დანით მიაყენა.

კომენტარები