იური ვაზაგაშვილის საქმე

კოჟორიძე: ეს მკვლელობა არ იყო მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ხელისუფლებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. კოჟორიძე იმედოვნებს, რომ მომხდარის დეტალები მალე გაირკვევა.

„მქონდა პატივი, რომ მქონოდა პირადი ურთიერთობა ბატონ იურისთან. მას შევხვედრივარ საია-ში ჩემი მუშაობის პერიოდში. მაშინ, ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველანაირი სამართლებრივი გზა გვენახა მის დასახმარებლად. ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა და მეც იმ აზრზე ვარ, რომ ეს მკვლელობა არ იყო მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაირკვევა ამ მკვლელობის ჩამდენის ვინაობა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები