NATO-საქართველო

ვერშბოუ: საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ NATO-ს წევრობისთვის მოემზადოს

რადიო თავისუფლება

მოამბესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი, იმისთვის რომ NATO-ს წევრობისთვის მოემზადოს.

"ნება მიბოძეთ გითხრათ, თუ როგორ ველოდები ჩემს ვიზიტს საქართველოში. 2014 წელს ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრულება იყო ის, რომ ვერ ჩამოვედი საქართველოში. ვიზიტი საუკეთესო საშუალებაა, რომ საქართველოს, როგორც NATO-ს პარტნიორისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესი შევაფასოთ. მექანიზმები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, გაფართოვდა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, როდესაც NATO-ში შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის გადაცემაზე.

იმ მექანიზმებთან ერთად, რაც გვქონდა წლიური ეროვნული პროგრამა და სხვადასხვა ერთობლივი პროექტი, მათ შორის, ერთობლივი წვრთნები. ახლა საქართველოში გვეყოლება ექსპერტთა და მრჩეველთა ჯგუფი. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე. იმედი მაქვს, რომ მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენ დახმარებას გავუწევთ ქართულ მხარეს სკოლის გახსნაში.

მოვამზადებთ საფუძველს და ადგილს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის, ასევე NATO-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის ერთობლივი წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებლად. ანუ, რაც გვქონდა, ის მექანიზმები, დამატებული ახალი მექანიზმები, როგორც "ტვიტერზე" დავწერე. საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ NATO-ს წევრობისთვის მოემზადოს", - აღნიშნა ალექსანდრ ვერშბოუმ

კომენტარები