NATO-საქართველო

ვერშბოუ: 2015 წლის ბოლომდე NATO-ს საწვრთნელი ბაზის ამოქმედდებას შევძლებთ

ალექსანდრ ვერშბოუ
wikipedia.org

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მოამბესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწვრთნელი ბაზის ამოქმედება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, NATO ასრულებს იმას, რასაც ამბობს.

"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი დეტალი ცნობილი იქნება ჩემი ვიზიტის შემდეგ. როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილია შერჩეული. ამიტომ არ მინდა წინასწარ სპეკულაცია გამომივიდეს ამ თემაზე. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ადგილს შევარჩევთ, შევძლებთ მის ამოქმედებას 2015 წლის დასასრულამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დემონსტრირება საქართველოს მიმართ NATO-ს დამოკიდებულების.

ასევე აღიარება მაღალი ხარისხის, მაღალი დონე საქართველოს შეიარაღებული ძალების, რაც მათ არაერთხელ აჩვენეს ჩვენს ოპერციებში, მაგალითად ავღანეთში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდეთ. ასევე გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმაც მიიღონ სარგებელი იმ გამოცდილებიდან, რაც საქართველოს უკვე აქვს, NATO-ს პარტნიორმა ქვეყნებმა, ისინიც გამოიყენებენ ცენტრს.

ასე რომ, ეს არის სიმბოლურიც, პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელიც და აქვს პრაქტიკული დატვირთვაც. ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ როგორც დემონსტრირებას იმის, რომ ნატო დანაპირებს ასრულებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია და როდესაც ვამბობთ, რომ ვერც ერთი მესამე მხარე ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, უნდა გახსნას თუ არა NATO-მ ცენტრი პარტნიორ ქვეყანაში, ნატო ასრულებს იმას, რასაც ამბობს და ამას ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ, როდესაც გავხსნით საწვრთნელ ცენტრს", - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.

კომენტარები