იური ვაზაგაშვილის საქმე

კობახიძე: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კავშირშია ენმ-ის ხელისუფლების პერიოდთან

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა პირდაპირ დაკავშირებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან. ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.

"ზოგადად, ის ფონი, რაც არის ქვეყანაში, ის ფონი, რაც იქმნება არის სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი ძალიან მძიმე დანაშაულებიდან მომდინარე. ის ფონი, რაც სწორედ დღესაც გრძელდება. დღეს თუ იური ვაზაგაშვილი, სამწუხაროდ, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს, ეს არ არის მხოლოდ დღეს მომხდარი დანაშაული - პირდაპირ დაკავშირებულია, დიახაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან, პირდაპირ დაკავშირებულია ეს მისი შვილის მკვლელობის საქმესთან, რომელიც არ გამოიძიეს და თქვენ იცით, რომ სააკაშვილი ყველა ჩართვაში სწორედ ვაზაგაშვილებს, როგორც კრიმინალებს, ისე მოიხსენიებდა. როგორც მამას, ისე შვილს. დღეს ძალიან უხერხულია, ძალიან ცინიკურია, საზოგადოების გამოწვევაა, როდესაც დღეს ნაციონალური მოძრაობა და თარგამაძე საუბრობენ ვაზაგაშვილის საქმეზე კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტში", - თქვა კობახიძემ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები