ივანიშვილის ინტერვიუ ქრონიკაში

ივანიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბევრი კითხვა მაქვს

არასამთავრობოებთან ბევრი კითხვა გვაქვს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით მისი ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.

"არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ - მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებეზე - ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს - არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები