Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: სოფელ მოხის ინციდენტში პოლიციის ქმედებები სათანადოდ არ გამოიძიეს

0 კომენტარი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ 2014 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა საპროტესტო აქციის დასაშლელად, სადაც ყოფილი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთებას ეწინააღმდეგებოდნენ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პოლიციის ქმედებები სათანადოდ არ გამოიძია.

"მაისში პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი ნიშნით, აგრეთვე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვას. ზოგიერთმა გააკრიტიკა კანონი აღსრულების ქმედითი მექანიზმების (მათ შორის კანონის დამრღვევებისთვის ფინანსური ჯარიმების დაკისრების მექანიზმის) არარსებობის გამო. კანონმა ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების გატარებაზე მეთვალყურეობა ომბუდსმენის აპარატს დაავალა.

თებერვალში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ჰომოსექსუალი მამაკაცების სისხლის დონორობაზე 13-წლიანი აკრძალვა.

ოქტომბერში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პატარა სოფელში საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად და დააკავა 14 მონაწილე, რომლებიც ყოფილი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთების წინააღმდეგნი იყვნენ. სასამართლომ 11 მათგანი დააჯარიმა 250 ლარით (დაახლოებით 140 აშშ დოლარი) წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. პოლიციის ქმედებები არ იქნა სათანადოდ გამოძიებული ხელისუფლების მიერ", - წერია ანგარიშში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები