ბერუჩაშვილის ინტერვიუ

საგარეო უწყება: ჟურნალისტმა მინისტრის ნათქვამის კონტექსტი ვერ გაიგო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბაშიძე-კარასინის ორმხრივი შეხვედრების ფორმატი არ გაუქმებულა. ასე განმარტეს უწყებაში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუ, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მისცა. სამინისტროს სპიკერის თქმით, ჟურნალისტმა მინისტრის ნათქვამის კონტექსტი ვერ გაიგო, ბერუჩაშვილმა კი სხვა რამ იგულისხმა - კერძოს ის, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი უბრალოდ შეჩერებულია და არ გაუქმებულა.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თამარ ბერუჩაშვილი ამბობს, რომ რუსეთი განაგრძნობს დესტრუქციულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ , რის შედეგადაც რუსეთმა და საქართველომ შეწყვიტეს არაფორმალური დიალოგი სავაჭრო საკითხებზე. ინტერვიუსვე მიხედვით, მინისტრი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ხსენებული დიალოგი მალე განახლდება. ბერუჩაშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველო რუსეთთან ვაჭრობას ფრთხილად უნდა მოეკიდოს, რადგან მისი ბაზარი ხაფანგს ჰგავს და საკმაოდ არაპროგნოზირებადია.

კომენტარები