ივანიშვილი არასამთავრობოებზე

გიგაური: ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგვემუქრა

ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგვემუქრა - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაური კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

„ეს იყო მუქარა. კრიტიკა ჩვენ აღვიქვათ შემდეგნაირად, თუ კი ის შეხედავდა ჩვენს ანგარიშებს და განცხადებებს და ნახავდა არგუმეტნებს იმისთვის, რომ გაებათილებინა ჩვენი არგუმენტები და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს განცხადებებსა და ანგარიშებში გვყავს მოყვანილი ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა კრიტიკა“ - განაცხადა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ეთიკის კოდექსის შემუშავებაზე მუშაობას იწყებენ. მათი განმარტებით ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. საქმიანობის გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრებისთვის არასამთავრობოები ერთიან წესებს შეიმუშავებს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ტელეკომპანია იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას "მთავრობაზე დიდ არასამთავრობოებთან" ბევრი კითხვა აქვს.

"არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ - მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებეზე - ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს - არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები