არასამთავრობოებზე ზეწოლა

NGO-ები ხელისუფლებას: თავი შეიკავეთ არასამთავრობოებზე ზეწოლისგან

46 არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობოებზე ბოლო დროს გააქტიურებული თავდასხმების გამო. ორგანიზაციებს ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მაგალითები მოჰყავთ და ამბობენ, რომ ივანიშვილის განცხადება იყო ქვეყნის არაფორმალური მმართველის პოზიცია. ცნობისთვის, ივანიშვილის თქმით, ის ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის საქმიანობის შესახებ კვლევას აწარმოებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა და ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლების წევრებსა და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან.

"შეშფოთებას გამოვთქვამთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის გამო. ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ემსახურებიან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერას და ევროპული ტიპის სახელმწიფო მართვის სისტემების შექმნას.

2014 წლის 1 მაისს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები "ქვეყნის იმიჯის შერყევაში" დაადანაშაულა და მათ საქმიანობას "ძირგამომთხრელი" უწოდა, რაც გახდა საფუძველი პოლიტიკოსთა მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებისა და ქმედებებისა.

2015 წლის 26 იანვარს, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის, ასევე საია-ს ყოფილი თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და, ფაქტობრივად, წინასწარ გამოაცხადა სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერებზე მაკომპრომეტირებელი მასალის გამოქვეყნება.

მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ვნებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან, არამედ აღნიშული ღირებულებების მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც აძლიერებს. აღნიშნული ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს.

ხელისუფლების წევრებსა და სხვა პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA);
2. საფარი;
3. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
5. იდენტობა;
6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
7. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
8. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
10. ტოლერანტობის და განვითარების ინსტიტუტი (TDI);
11. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
12. საქართველოს წამების მსხერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
13. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG);
14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
15. ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი;
16. სტუდიამობილი - აქცენტი მოძრაობაზე;
17. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR);
18. გენდერული სამართლიანობა;
19. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი;
20. ადამიანის უფლებათა სახლი (HRH);
21. ლგბტ საქართველო;
22. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა";
23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;
24. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
25. ნაბიჯი-ხარაგაული;
26. მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი";
27. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი;
28. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;
29. დუშეთის განვითარების ფორნდი;
30. ბორჯღალი;
31. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი;
32. დემოკრატიის ინსტიტუტი;
33. ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში;
34. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი;
35. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია;
36. ინდიგო;
37. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი;
38. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი;
39. უკეთესი მომავლისთვის;
40. დემოკრატ მესხთა კავშირი;
41. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი";
42. სტეფანწმინდა;
43. კავშირი „დემოსი";
44. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი;
45. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი";
46. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტი.

კომენტარები