ე.წ კორტების საქმე

ჩაფიძე: არ ვთვლი, რომ ყოფილი პოლიციელების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია

ელისო ჩაფიძე
radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავასა და კიდევ 5 პირის, სავარაუდოდ, დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პროკურატურა არ ადასტურებს, დაკავებული არიან თუ არა აღნიშნული პირები. ისინი უწყებაში იმყოფებიან.

"რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ დაკავება არის პოლიტიკურად მოტივირებული. ვთვლი, რომ პროკურატურას აქვს ნებისმიერი ადამიანის დაკითხვის, დაკავების და საქმესთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურების ჩატარების უფლება და მე, პირიქით, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებდი, რომ არ არის საჭირო ასეთი ტიპის ფაქტების პოლიტიზირება და ნუ შეუშლიან ხელს გამოძიებას, რომ დაადგინოს ფაქტები", - თქვა ჩაფიძემ.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დღეს დილით პროკურატურაში გადაიყვანეს. მათ ამ წუთებში უწყებაში კითხავენ.

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა ვარაუდობდა, რომ მას დააკავებდნენ. ის ამბობდა, რომ პოლიტიკური ზეწოლის ფონზე პროკურატურა მასაც და მის მეგობრებსაც დააპატიმრებდა.

კომენტარები