ლუდზე აქციზის ზრდა

სიპი: ლუდზე აქციზის ზრდას უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე დადებითი

ქართული ლუდის მწარმოებელი კომპანიები პრემიერმინისტრთან შეხვედრას კვლავ უშედეგოდ ითხოვენ. როგორც კომპანიებში ამბობენ, მათ აქციზის ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიიღეს. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, გაზზე ფასის ზრდის და ლარის კურსის ცვლილების პირობებში, ლუდის ფასი უცვლელი დარჩა, აქციზის ზრდის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი გახდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდზე აქციზის ზრდის ფისკალური ეფექტი მინიმალური იქნება და ვერ დააკომპენსირებს იმ უარყოფით შედეგებს რაც აქციზის გაძვირებას მოჰყვება. ეს შედეგებია - ფასის გაძვირება, ბაზრის შემცირება, წარმოების შემცირება, საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირება, საფრთხე სამუშაო ადგილებისთვის და გადასახადების შემცირება იმ პირთა მხრიდან, რომლებიც იხდიდნენ საშემოსავლო და მოგების გადასახადს. კვლევა საქართველოს უალკოჰოლო სასმელების ასოციაციის შეკვეთით მომზადდა.

კომენტარები