ბიძინა ივანიშვილი

ალასანია: ივანიშვილის დამკვიდრებული მენეჯმენტის კულტურა ქვეყნისთვის სახიფათოა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მთავრობა ვერ ახერხებს კრიზისის თავიდან არიდებას, რაც აჩვენებს იმ მენეჯმენტის კულტურას, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა საქართველოში და ეს ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შემცველია.

„დღეს რაც ხდება თავდაცვის სამინისტროში და სხვა უწყებებში, როდესაც ეკონომიური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მთავრობა ვერ ახერხებს ამ კრიზისის თავიდან აცილებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა მენეჯმენტის კულტურა შემოიტანა და დაამკვიდრა დე ფაქტო პრემიერმა, ივანიშვილმა საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და მომავლისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია“, - თქვა ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო, პრემიერი ღარიბაშვილი ივანიშვილისივე ხაზს ატარებდა და ამ დროს ყოველთვის ფერხდებოდა ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ეხებოდა.

„პრემიერმინისტრი იყო მისი დანიშნული, რომელიც პრაქტიკურად მის ხაზს ატარებდა და როდესაც საუბრები იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად როგორიც არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საკითხები იჭედებოდა. მაგალითს გეტყვით,  10-ჯერ წერილობით მივმართე პრემიერმინისტრს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილება მიგვეღო, არც ერთზე პასუხი არ მოსულა. პრაქტიკულად ფუნქციამორღვეული იყო მთავრობის აპარატი უკვე ბოლო პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი საკითების გადაწყვეტისას“, - თქვა თავდაცვოფილმა მინისტრმა.

კომენტარები