პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი

პარლამენტის ვიცესპიკერი შესაძლოა, გუბაზ სანიკიძე გახდეს

facebook.com/SanikidzeGubazi

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი შესაძლოა, ფრაქცია ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე გახდეს. თავად სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ამ თანამდებობას დათანხმდეს. "ალბათ დავთანხმდები. გადავწყვიტავ, როგორ იქნება", - თქვა სანიკიძემ. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილება შემდეგ გახდება ცნობილი.

საუბარია ვიცესპიკერის იმ ადგილზე, რომელიც თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს უმრავლესობის კვოტით უკავია.

კომენტარები