პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი

გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცესპიკერი გახდა

facebook.com/SanikidzeGubazi

ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებითა და კვოტით პარლამენტის ვიცესპიკერი გახდა. სანიკიძეს ახალ თანამდებობაზე 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მან ამ პოსტზე ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე შეცვალა.

მანამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო ვიცე-სპიკერობიდან ზურაბ აბაშიძის გაწვევის საკითხი.

გუბაზ სანიკიძეს პარლამენტში კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები