საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

ბაქრაძე: უკრაინელებსა და ქართველებს საერთო ბრძოლა გვაქვს

ხათუნა ხუციშვილი

ჩვენ გვაქვს საერთო ბრძოლა და ამ საერთო ბრძოლაში აუცილებად გავიმარჯვებთ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც კიევში სოლიდარობის მარშზე დასასწრებად ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

„მაიდანი რომელიც ზოგიერთ ჩვენს მინისტრსა და პოლიტიკოსს რაღაც ცუდი, უარყოფითი, გონია სინამდვილეში არის სიმბოლო ქვეყნისთვის თავგანწირვისა, მისი თავისუფლებისთვის  და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის. ის გმირები რომლებიც შეეწირნენ უკრაინის თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს ასევე იბრძოდნენ და ასევე თავი დადეს საქართველოს ნათელი მომავლისა და თავისუფლებისთვის“ - განაცხადა ბაქრაძემ. 

უკრაინაში სოლიდარობის მარშისთვის სამზადისი მიმდინარეობს.  კიევში უკვე ჩავიდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარები