ლარის გაუფასურება

ჯაფარიძე: უახლოესი 1.5 წელი მაინც გველის სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყანას მინიმუმ უახლოესი წელიწად-ნახევარი ელის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა სწრაფად ამუშავდეს, რისთვისაც, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს რეფორმები - შემცირდეს გადასახადები და გაუქმდეს რეგულაციები.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში, უამრავი რეგულაცია მიიღეს. ეს ხელს უშლის როგორც ინვესტიციებს, ისე ტურიზმს, რაც აფერხებს ქვეყანაში დოლარის შემოდინებას. პროგნოზები ცუდია. ლარის გაუფასურება რომც შეჩერდეს ამ ნიშნულზე, მაინც ნიშნავს, რომ მინიმუმ უახლოესი წელიწად-ნახევარი გველის სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, გველის სიღარიბის ზრდა, შემოსავლების შემცირება, უმუშევრობის ზრდა. სამწუხაროდ, ეს მომხდარი ფაქტია და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამას ვერაფერს ვეღარ უზამს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს რეფორმები, შემცირდეს გადასახადები, გაუქმდეს მავნებლური რეგულაციები, იმისთვის, რომ ეკონომიკა ამუშავდეს და სწრაფად დაიწყოს შემოტრიალება. სხვა შემთხვევაში, ეს პროცესები კიდევ უფრო გაღრმავდება და პრობლემები, რომელმაც შეიძლება გამოსწორება დაიწყოს წელიწად-ნახევრის შემდეგ, გამოსწორებას დაიწყებს 3-5 წლის შემდეგ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები