მკვლელობა ბათუმში

ბათუმში მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში მამაკაცის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული რამაზ ა. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1 მარტს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დღის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1962 წელს დაბადებულ ბიძინა ბ.–ს გულ–მკერდის და ზურგის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარებს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით)", - იუწყება შსს.

კომენტარები