საქართველოს ეკონომიკა

თებერვალში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 1%-ით შემცირდა

სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნტი
შემოსავლების სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს თებერვლის თვის ტურიზმის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სულ 2015 წლის თებერვალში საქართველოში 290 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2014 წლის თებერვლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 600 396 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

ტურიზმის ზრდის ტემპის შემცირება შესამჩნევი 2014 წელს გახდა, როდესაც საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების ზრდის ტემპი 2013 წელთან შედარებით 12-ჯერ შემცირდა. 

2015 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+8,5%), სომხეთიდან (+8,8%), რუსეთიდან (-7,3%) და უკრაინიდან (-14%) განხორციელდა.

ტურიზმი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6-7%-ს ქმნის. ამასთან ერთად, ტურიზმი მნიშვნელოვანია იმით, რომ ტურისტული ნაკადის ზრდა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების დროს ასეთი სავალუტო შემოდინებების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე დიდი გავლენა აქვს.

კომენტარები