პატრული

ყოფილი პატიმარი, გიორგი დარახველიძე პოლიცილებს მის ცემაში ადანაშაულებს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
Wikimedia Commons

ყოფილი პატიმარი გიორგი დარახველიძე პოლიცილებს მის ცემაში ადანაშაულებს.

დარახველიძეს ტვინის შერყევა აქვს და სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნება - ის საავადმყოფოშია მოთავსებული.

დარახველიძის თქმით ის ნასვამი გადაადგილდებოდა მანქანით, როდესაც პატრულმა გააჩერა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შს მინისტრის მოადგილის, არჩილ გედენიძის თქმით თუ პოლიციელები დამნაშავეები არიან ისინი კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

საქმე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის აღძრული. დარახველიძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

კომენტარები