მეტი ქალი პარლამენტში

თბილისში აქცია - მეტი ქალი პარლამენტში იმართება

დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ვარდების მოედანზე, აქცია  მეტი ქალი პარლამენტში გაიმართა, რომლის მონაწილეებიც პოლიტიკაში ქალთა უფლებებისთვის იბრძვიან.

აქციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას. მონაწილეები ქალებს მოუწოდებენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკაში და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

მსვლელობაში მონაწილეობას სამოქალაქო პირებთან ერთად პოლიტიკოსებიც იღებენ.

შეგახსენებთ, რომ მსვლელობა მეტი ქალი პარლამენტში ვარდების მოედანზე 15:00 -ზე დაიწყო და სიმბოლურად საქართველოს პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

კომენტარები