ბორის ნემცოვის მკვლელობა

ჩეჩნეთში ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

AFP

ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით ჩეჩნეთში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მათ კავშირი ჰქონდათ ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ, ჩრდილოკავკასიური წარმოშობის ხუთ პიროვნებასთან. ერთ-ერთი დაკავებული, ჩეჩნური ბატალიონის სევერის ყოფილი მებრძოლი ზაურ დადაევი დანაშაულს აღიარებს. რუსული წყაროების ცნობით, დადაევი დანაშაულის ორგანიზატორიც და უშუალო შემსრულებელიცაა. მისი მტკიცებით, იგი ნემცოვის მიერ შარლი ებდოს მიმართ გამოთქმულმა მხარდაჭერამ აღაშფოთა. თუმცა, ამ ვერსიის არ სჯერათ რუსულ ოპოზიციაში.

ოპოზიციონერ ილია იაშინის განცხადებით, ნემცოვს ისლამისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია, შარლი ებდოს ტერაქტის გარშემო დისკუსიაში ნემცოვი მთავარი პერსონა არ ყოფილა, დანაშაულის ეს ვერსია კი, შესაძლოა, კრემლის შეკვეთაზე მეტყველებს. ასევე კრემლს ადებს ხელს ნემცოვის ქალიშვილი ჟანა. მისი თქმით, ასეთი დანაშული მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერით იყო შესაძლებელი და ნემცოვი მისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოკლეს.

კომენტარები