21 მარტის აქცია

ენმ-ის საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის მონაწილეები უკვე დაიშალნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ეს არის ბოლო გაფრთხილება საქართველოს მთავრობისთვის.

"დღევანდელი დღე არის ბოლო გაფრთხილება მთავრობისთვის, ტუტუცი პრემიერმინისტრისთვის, რომელმაც დღეს შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით აქციის მონაწილეს, როცა თქვა, რომ ისინი მოსყიდულები არიან. როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის შემდეგ, ამას მხოლოდ მოხერხება უნდა", - განაცხადა მელიამ.

დღევანდელ აქციაზე, რომელიც 16:00-ზე თავისუფლების მოედანზე დაიწყო, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

კომენტარები