ევრაზიის ინსტიტუტი

ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან "დეზინფექცია" ჩაატარეს

IRAKLI KIPIANI/FB.COM

ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბნენ და ტერიტორიაზე ქიმიური სადეზინფექციო ხსნარი მოასხეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კანცელარიასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ. 

"მე და ჩემი თანამოაზრეები დეზინფექციას ვუტარებთ იმ ადგილს, სადაც მავნე იდეოლოგიის და სისხლიანი წარსულის მქონე პოლიტიკანებმა დიდი დოზით ბოღმა აფრქვიეს" - ამბობს ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ირაკლი ყიფიანი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ აქცია თავისუფლების მოედანზე დაიწყო და კანცელარიასთან დაასრულა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

კომენტარები