რიგის სამიტი

Polskie radio: რიგის სამიტზე საქართველოსთვის ახალი არაფერი იქნება

ევროპულ კავშირს აღმოსავლელ მეზობლებს რიგის სამიტზე არაფერს შესთავაზებს - ამის შესახებ Polskie radio-ს სტატიაში წერია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის პროექტის დოკუმენტს ეყრდნობა.

Polskie radio დოკუმენტის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს, სადაც არაფერია ნათქვამი საქართველოსა და უკრაინასთან ევროკავშირის სავიზო შეთანხმების შესახებ.

"უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - პროექტ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსიდან სამი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირთან ყველაზე მჭიდროდ თანამშრომლობენ, ევროკავშირთან დაახლოების საკითხში, ევროკავშირისგან მკვეთრ სიგნალებს ელოდებიან, მაგრამ ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ რიგის სამიტზე მათ დამაიმედებელი სიახლეები არ ელოდებათ. დოკუმენტის ამ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ამ ქვეყნების ევროპული პერსპექტივის შესახებ. საუბარია მხოლოდ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ არჩევანზე. გარდა ამისა, კიევი და თბილისი იმედოვნებს, რომ სამიტის დროს გაჟღერდება კონკრეტული ვადები უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, მაგრამ დეკლარაციის პროექტში მითითებულია, რომ პროგრესი გატარებულ რეფორმებზეა დამოკიდებული. შესაძლოა პროექტში შესწორებები ჯერ კიდევ შევიდეს, თუმცა შანსები მცირეა, რომ შესწორებები არსებითი იყოს", - ნათქვამია Polskie radio-ს სტატიაში.

კომენტარები