ქრთამის აღება

შსს: ასპინძის გამგებლის მოადგილე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამგებლის მოადგილის დაკავება
შსს

შსს-ს ცნობით, უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ხოზრევანიძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს ასპინძის მუნიციპალიტეტში, წუნდის ტბასთან მდებარე 32 635 კვ.მ მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 50 000 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 21 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები