აქცია ანაკლიაში

ანაკლიაში ხელისუფლებას წითელი ბარათებით დახვდნენ

რუსთავი 2

ანაკლიაში ბიზნესფორუმის დაწყებამდე, რომელსაც პრემიერმინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა პრემიერს განუხორციელებელი პროექტები და დაპირებული სამუშაო ადგილები შეახსენეს. სამართალდამცველებმა მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

დაცვამ კი აქციის მონაწილეებს იმ სასტუმროსთან მიახლოება აუკრძალა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. 

კომენტარები