გერმანიის ნაკრები თბილისში

გერმანიის ეროვნული ნაკრები თბილისშია

გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრები საქართველოს დედაქალაქში, თბილისის დროით 21:10 სთ-ზე ჩამოფრინდა.

ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარდა, დელეგაციაში სხვადასხვა ოფიციალური პირები და საკმაო რაოდენობით ჟურნალისტები შედიან.

იოახიმ ლიოვის გუნდი სასტუმრო რედისონში დაბინავდა. იქ მისვლისას გერმანიის ნაკრების მოთამაშეებს, 50-მდე ქართველი გულშემატკივარი ბანერებით შეეგება.

25 მარტს ავსტრალიის ნაკრებთან ნათამაშები საშინაო ფრის (2:2) შემდეგ, ლიოვის განცხადებით, თბილისში მსოფლიოს ჩემპიონები აუცილებლად სამი ქულის მოპოვებას გეგმავენ. გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა მიუნხენის ბაიერნის მცველი, ფოლგერ ბადშტუბერი, დაშავებულია ასევე ლევერკუზენის ნახევარმცველი კარიმ ბელარაბი. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, ბუნდეს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდის ბორუსია), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი);

მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდის ბორუსია), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი);


ნახევარმცველები: სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (დორტმუნდის ბორუსია), სამი ხედირა, ტონი კროოსი (ორივე - რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მარიო გიოტცე (ყველა - ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი);


თავდამსხმელები: მაქს კრუზე (გლადბახი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი, იტალია). 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, საქართველოსა და გერმანიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს 29 მარტს, 20 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები