თურქეთი-სირია

თურქეთმა სირიასთან ორი საზღვარი ტერორიზმის საფრთხის გამო ჩაკეტა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images/Anadolu Agency

თურქეთმა შესაძლო ტერორისტული აქტების პრევენციის მიზნით, სირიასთან დარჩენილი ორი საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტა.

ონჩუპინარისა და სილვეღოზუს საზღვარი ჰატაის პროვინციასთან ჩრდილოეთ სირიაში მომხდარი შეტაკებების შემდეგ დაიხურა. აღსანიშნავია, რომ საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს აქვთ.

თურქეთის გადაწყვეტილება საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ლტოლვილების მიმართ ქვეყნის აქამდე საკმაოდ ღია პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ცნობისთვის, ქვეყანას 2 მლნ-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს.

"ერთი მხრივ, ასადის რეჟიმი ატერორებს ხალხს, ხოლო მეორე მხრივ, თურქეთმა ჩაკეტა კარები, სად უნდა წავიდეს ამ დროს ხალხი?", - ასე გამოეხმაურა თურქეთის ინიციატივას სირიის მხარის წარმომადგენელი მუსტაფა ალ-ნაჯარი.

იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგების წევრობა სურს, ამ დროისთვის სირიასთან თურქეთის 560 მილიანი საზღვარი ძირითად შესასველად რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები