პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

კვირიკაშვილი: რიგი საკითხების გადაწყვეტა უწყებათაშორის ფორმატს საჭიროებს

ტაბულა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, ეკონომიკის მინისტრის მუშაობის შეფერხების შესახებ. კვირიკაშვილის თქმით, სხვადასხვა საბჭოებში მიღებული გადაწყვეტილებები პრობლემებს არ ქმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი ფორმატის არსებობა მასში ჩართული მინისტრების პასუხისმგებლობის ხარისხს არ ამცირებს.

“გადაწყვეტილებების მიღების უწყებათაშორისი ფორმატი გავრცლებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში და ისეთი საკითხები, რომლებიც მოითხოვს არა ერთი, არამედ რამოდენიმე უწყების ჩართულობას, ძალიან ხშირად იხილება უწყებათაშორის ფორმატში. ვინაიდან ეკონომიკა გახლავთ უმთავრესი გამოწვევა ჩვენი მთავრობისთვის, ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად ვიყენებთ ფორმატს, სადაც რამდენიმე მინისტრის ჩართულობა არის უზრუნვეყოფილი, რათა მიღებული იქნას შეჯერებული გადაწყვეტილებები და ამგვარი ფორმატის არსებობა არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს არც ერთი ჩართული მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები