IRI-ის კვლევა

IRI: მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91% მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას დადებითად მიიჩნევს. ეკლესიის საქმიანობა არ მოსწონს გამოკითხულთა 3%-ს, ხოლო ჩამოყალიბებული აზრი ეკლესიის საქმიანობის შესახებ არ აქვს 6%-ს. აღსანიშნავია, რომ IRI-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94% მიიჩნევდა ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას. 1% ეკლესიას სანდოდ არ თვლიდა, ხოლო 5%-ს ამ საკითხზე აზრი არ ჰქონდა.

ახალი კვლევის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონთ (87%). მესამე ადგილზე კი, მედიაა, რომლის საქმიანობასაც მოსახლეობის 82% მიიჩნევს დადებითად. 

IRI-ის სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5%-ს. პასუხის გაცემის კოეფიციენტი 70% იყო.

კომენტარები